განცხადებები

დამსახურებული ჟურნალისტის 80 წლის იუბილე

  • 2016-01-29
Image

საბიბლიოთეკო გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის სახელობის მთავარ ბიბლიოთეკაში რუსთავის საპატიო მოქალაქის, ჟურნალისტისა და პუბლიცისტის თინათინ სიყმაშვილის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ძიძიგური, რუსთავის მერი დავით ჯიქია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი სოფიკო ჯიქია, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი ხელისულების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
მაჟორიტარმა დეპუტატმა და ქალაქის ხელმძღვნელმა პირებმა დამსახურებულ ჟურნალისტს იუბილე პირადად მიულოცეს, აქტიური შემოქმედებითი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს და საჩუქრები გადასცეს. თინათინ სიყმაშვილმა ქალაქის მერისგან რუსთავის საზოგადოებრივი საბჭოს წევრობასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აქტიურ ჩართვასთან დაკავშირებით შეთავაზებაც მიიღო.
შეხვედრის დასასრულს ჟურნალისტმა სტუმრებს საკუთარი ლექსებისა და მოთხრობების კრებული – „რაც გულში მჭირდა..“ უსახსოვრა.
თინათინ სიყმაშვილი არაერთი ბუბლიკაციის ავტორია. იგი ჟურნალისტიკის სფეროში სამოცი წელია, რაც მოღვაწეობს,