განცხადებები

ქალაქის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელ ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

  • 2016-02-22
Image

რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ დღეს, ქალაქის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის მიხედვით, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი, განახლდება ტროტუარები და ლითონის მოაჯირი, მოეწყობა ბაზალტის ბორდიურები. პროექტისთვის საჭირო 276 291 ლარი ადგილობრივ ბიუჯეტშია გათვალისწინებული. სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დაიწყო და სამ თვეში დასრულდება.
პარალელურად, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალური თეატრის მიმდებარედ, ფიროსმანისა და დუმბაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს, ტერიტორიაზე მოეწყობა ბორდიურები და დამონტაჟდება განათების თანამედროვე სისტემა.
ასფალტის საფარის განახლების პროცესი ხორციელდება მშვიდობისა და გიორგაძის ქუჩების დამაკავშირებელ საგზაო მონაკვეთზეც. პროექტის ღირებულება 108 499 ლარს შეადგენს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. მიმდინარე ინფრატრუქტურულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,გზატკეცილი+’’ ასრულებს.
2016 წელს, რუსთავში, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ჯამში 17 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია განხორციელდება.