განცხადებები

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან სახელმწიფო დროშა დაეშვა

  • 2022-02-25
Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან სახელმწიფო დროშა დაეშვა.

101 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, მეთერთმეტე წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოცხადდა.

სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე.

25 თებერვალი, საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გამოცხადდა.