რუსთავის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში, საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
გამოფენას, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია, თავმჯდომარის მოადგილეები და საკრებულოს დეპუტატები, დაესწრნენ.
„მოხალისე გიმნაზიელის დღიურში გაცოცხლებული - 1921 წლის თებერვალ-მარტის მოვლენები“ ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველი ფოტო და საარქივო დოკუმენტური მასალა გამოიფინა.
გამოფენა მიეძღვნა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ოკუპაციას და წარმოდგენილია 18 წლის გიმნაზიელის, გივი ღამბაშიძის სანგრიდან დანახული 1921 წლის რუსეთ - საქართველოს ომი.