განცხადებები

რუსთავის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა

  • 2022-02-28
Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულ მოქალაქეთა ხსოვნისადმი წუთიერი დუმილით პატივის მიგებით გაიხსნა.
დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარის ნოდარ შეროზიას ხელმძღვანელობით უკრაინის და რუსთავთან დამეგობრებული ქალაქების მხარდაჭერის მიმართვის ტექსტი მიიღეს.
რუსთავის მერიის მიერ ინიცირებული საკითხები სხდომაზე მერის წარმომადგენელმა საკრებულოსთან ურთიერთობის საკითხებში, დავით მაღლაკელიძემ წარადგინა.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, განისაზღვრა სახელმწიფო და რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი.
ცვლილება შევიდა ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის სახელწოდებაში და განისაზღვრა შემდეგი სახელწოდებით „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია“. სახელწოდების შეცვლის გამო ცვლილება შევიდა აღნიშნული სამსახურის სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშების დადგენილების წესში.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცა მუნიციპალიტეტზე რეგისტრირებული ფართები, სამომავლოდ გიორგაძის ქუჩა N26 მცხოვრებ ცხრამეტ ოჯახზე უსაყიდლოდ გადაცემის მიზნით.
საკრებულოს წევრთა გადაწყვეტილებით, თანხმობა მიეცა შპს „ჯეოსთილს“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ პირობით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დადასტურებაზე.
დღესვე, საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული, მეშვიდე მოწვევის საკრებულოს კომისიის წევრთა შემადგენლობა, რომელიც ფრაქციებმა „ქართული ოცნებამ“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ“ და „რუსთავი-საქართველოსთვის“ წარადგინეს.
დღის წერიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზიამ სხდომა დახურულად გამოაცხადა.