2022 წლის 11 მარტს , 12 საათზე, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება.
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეების არჩევის შესახებ
2. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის პირობით გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარღვევის გამოსწორების ვადის განსაზღვრისთვის თანხმობის მიცემის შესახებ (მოქალაქეები: ალექსანდრე შაპოვალოვი, ჯუმბერ ბერაძე)
3. პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დადასტურებაზე თანხმობის მიცემის შესახებ (შპს „ნნ ინვესტი“)
4. „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი საჭიროების მიზნით გამოსაყენებელი ტელეფონების კორპორაციულ ნომრებზე 2021 წლის 25 ნოემბერს N708 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"