28-29 მაისს რუსთავში, ,,ახალგაზრდობის პარკში“, პირველი ქუჩის ბაზარი გაიმართება.
ქუჩის მარკეტში წარმოდგენილი პროდუქცია, ,,ახალგაზრდობის პარკში“ განლაგებულ 30 პავილიონში იქნება გამოფენილი.
პროექტი, რუსთავის მერიის მხარდაჭერით და ქართველ მეწარმეთა გაერთიანების ''STALL'' ორგანიზებით ხორციელდება და მცირე მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
გამოფენა-გაყიდვის მთავარი პრინციპი, ადგილობრივი, ქართული წარმოების პროდუქციის პოპულარიზაციაა.
რუსთავის პირველი ქუჩის ბაზრის მონაწილეთა შერჩევა ონლაინ რეგისტრაციით მოხდა.