განცხადებები

რუსთავის საფესტივალო სივრცე „ოქსიგენი“ 25-26 ივნისს „არტ გენს“ და „უსმინეს“ უმასპინძლებს

  • 2022-06-23
Image

პირველად რუსთავის ცენტრალურ პარკში, 25 და 26 ივნისს საფესტივალო სივრცე “ოქსიგენი” მუსიკალურ ფესტივალ “არტ - გენს” და “უსმინეს” უმასპინძლებს.

25 ივნისს, მთავარი სცენა “გაგა ფრანს”, სუხიშვილებს და 33ა-ს დაეთმობა. ფოლკ სცენას, ქვემო ქართლის ფოლკლორული ჯგუფები და ანსამბლები, ასევე “ჩვენებურები” და ლელა ნაყეური დაიკავებენ.

26 ივნისს, ფესტივალის სტუმრებს თანამედროვე და ელექტრონული მუსიკის- “უსმინეს” დღე ელით.  მთავარი სცენა,  19:00 საათიდან ჯგუფებს:  Papanus, LUA, Bad Habits, Reggaeon, Killages დაეთმობათ.

ელექტრონულ სცენას კი, 2022 წლის ზაფხულის ყველაზე მოთხოვნადი DJ-ები // 4pm - 4am დაიკავებენ.

მუსიკასთან ერთად “ოქსიგენი” სტუმრებს განტვირთვის სხვადასხვა სივრცეს შესთავაზებს,მათ შორის: Nonstop-კინოს, კვების, სპორტული აქტივობების, ლუდის, ღვინის და კოქტეილ-ბარის, გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენაც  (STALL).

პროგრამა
 
25 ივნისი, შაბათი, 16:00-02:00 სთ
16:00-02:00 სთ - საგამოფენო სივრცე-STALL, კვების სივრცე, სპორტული სივრცე, ლუდისა და ღვინის სივრცე, კოქტეილ ბარი.
ფესტივალი არტ - გენი
ფოლკ სცენა:
18:30 სთ - ფოლკლორი
20:00 სთ - „ჩვენებურები“ და ლელა ნაყეური
მთავარი სცენა:
21:00 სთ - „გაგა ფრანი“
22:00 სთ - „სუხიშვილები“
23:30 სთ - „33ა“
 
26 ივნისი, კვირა, 16:00-04:00 სთ
"უსმინე "
16:00-02:00 სთ - საგამოფენო სივრცე-STALL, კვების სივრცე, სპორტული სივრცე, ლუდისა და ღვინის სივრცე, კოქტეილ ბარი.
მთავარი სცენა / ცოცხალი შესრულებები (LIVE) -19:00 - 02.00 სთ
Papanus
LUA
Bad Habits
Reggaeon
Killages
ელექტროული სცენა / DJ-ები / 16:00 - 04:00 სთ
Tokks
Antiproject
Kote Jeopardise
Trotsky
Ziad Aliev
Ellarge
Facebook Page:
Instagram: Oxygenfestrustavi