განცხადებები

ა(ა)იპ "რუსთავის კორპუსი"

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „რუსთავის კორპუსი“  თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს N27 განკარგულების საფუძველზე,  2010 წლის 2 ივლისს დაფუძნდა.

ა(ა)იპ "რუსთავის კორპუსის ძირითადი მიზანია:

  • მიზანია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების (ბმა) განვითარება ქალაქ რუსთავში
  • მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად მოქალაქეებსა და სახელმწიფო სექტორს შორის ეფექტური თანამშრომლობის ხელშეწყობა
  • სამოქალაქო პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა
  • მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათ განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ჩართულობის უზრუნველყოფა.
  • საბინაო ინფრასტრუქტურისა და კომუნალური პირობების გაუმჯობესება

„რუსთავის კორპუსმა“ შეიმუშავა და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინა „ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა“, რომელიც  ითვალისწინებდა საცხოვრებელ კორპუსებში სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას, როგორც სრული (100%), ასევე თანადაფინანსების პრინციპით. 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 იანვრის N25 განკარგულების საფუძველზე  „ამანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა“-ში შევიდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის სასარგებლო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებდა თანადაფინანსების წილის შემცირებას მოსახლეობის სასარგებლოდ. 

"ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა" მოიცავს თერთმეტ კომპონენტს. პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტისა და მოსახლეობის ფინანსური თანამონაწილეობით, ამხანაგობების მიერ შერჩეული პრიორიტეტების გათვალისწინებით, საცხოვრებელ კორპუსებში გვარდება სხვადასხვა სახის პრობლემა, ასევე ადგილობრივი ინიციატივის ხელშეწყობის მიზნით, ხორციელდება პროექტები.


კონტაქტი

მისამართი: მესხიშვილის 3ა