განცხადებები

ცხოველთა მონიტორინგის ცენტრი

,,ცხოველთა მონიტორინგის ცენტრის'' დირექტორი:

ალექსანდრე ქავთარაძე


სამსახურის საქმიანობა და მიზნები: 

ა) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მყოფი უპატრონო, მიუსაფარი ცხოველების (ძაღლები და კატები) მათი პოპულაციების მართვისა და კონტროლის ორგანიზება, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენა, სამართალდამრღვევი პირების მიმართ კანონდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.

ბ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესების დაცვა და კონტროლის განხორციელება, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის, მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენა, სამართალდამრღვევი პირების მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, მათ შორის: სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანა და მოვლა-პატრონობა, ასევე შესაბამისი წარმოების ჩატარება და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების გატარება.

ბ) სტატისტიკისა და მონაცემთა ბაზის წარმოება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით;

გ) მოსახლეობისა და ცხოველების დაცვა საფრთხის (აგრესიის ან/და საშიში დაავადებების) მატარებელი ცხოველებისგან, ჰუმანური წესით მათი დაჭერა და შესაბამის ადგილებში გადაყვანა, განთავსება, გაშვება ან მოკვდინება (ევთანაზია);

დ) უმეთვალყურეო ცხოველების დაჭერა, შემდგომი პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით;

ე) ცხოველების იდენტიფიკაცია (ცხოველზე საიდენტიფიკაციო საშუალების განთავსება) მიკროჩიპირებით ან „საჭდით“ (ბირკით) და ცხოველთა ტრანსპორტირება პოპულაციების მართვისა და სხვა ღონისძიებების უზრუნველსაყოფად;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, სათანადო ვეტერინარული ღონისძიებების განხორციელება-გამოყენება: ექიმ-ვეტერინარის ან/და კინოლოგის/ფელინოლოგის მიერ ცხოველის ვიზუალური დათვალიერება-დაკვირვება, ცხოველის ბიომასალის (სისხლის, შარდის, ბეწვის და სხვა) ლაბორატორიული კვლევა, მკურნალობა (საჭიროების შემთხვევებში – დეჰელმინთიზაცია; ვაქცინაცია (მათ შორის „ანტირაბიული“, ცალკეულ შემთხვევებში – „კომპლექსური“,) და სხვა), ოპერაციების (სტერილიზაცია, კასტრაცია, ყურის კუპირება და სხვა) ჩატარება, ცხოველების ევთანაზია;

ზ) ევთანაზირებული ან დაცემული ცხოველის ლეშის გადატანა შესაბამის ბიოთერმულ ცხოველთა სამარხში (ბეკარის ორმოში), ცხოველების ლეშის დამარხვისთვის გამოყოფილ სპეციალურ ტერიტორიაზე ან კრემატორიუმში;

თ) ცხოველების გაჩუქება, მიკედლება ან/და დაინტერესებულ პირთათვის მათი დაბრუნება, საჭიროების შემთხვევაში შემდგომში მათი მოვლა-პატრონობის პირობების კონტროლი;

ი) სათანადო ვეტერინალური ღონისძიებების გატარების შემდგომ, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე ან მიზანშეწონილობის შემთხვევაში, ცხოველების (რომლებიც არ წარმოადგენენ საფრთხეს) პირვანდელ საცხოვრებელ ტერიტორიაზე ან საჭიროების შემთხვევაში, დაბრუნება ბუნებრივ არეალში;

კ) ცხოველთა მოვლა-პატრონობის და ბრუნვის (გაჩუქება, გასხვისება,) დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლის განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ლ) უწყებების, წარმოება-დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელობის, აგრეთვე მოსახლეობის ინფორმირება ცხოველებთან მოპყრობის, მათთან ქცევისა და მოქმედების აუცილებელი წესების თაობაზე;

მ) მოქალაქეთა და დაინტერესებულ პირთა ზარებზე ეფექტური და დროული რეაგირება;

ნ) ცხოველთა მონიტორინგის ცენტრის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მატერიალურ- ტექნიკური ბაზის შექმნა, სათანადო ძალებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა;

ო) მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება;

პ) შესაბამის უფლებამოსილ სამსახურებთან/ორგანოებთან კოორდინირებული მუშაობა.


მისამართი: დავით გარეჯის 20