არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „რუსთავის მუნიციპალური არქივი“დაფუძნდა თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2013 წლის 18 აპრილის #887 განკარგულების საფუძველზე ,,რუსთავის მუნიციპალური არქივი“ თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესდებით.
„რუსთავის მუნიციპალური არქივის“ მიზნებია:
- მუნიციპალური საარქივო ფონდის შევსება დოკუმენტებით მატერიალურ ან/და ელექტრონულ მატარებელზე,
- საარქივო ფონდის დოკუმენტების ელექტრონული ბაზის ფორმირება და მისი მუდმივი განახლება;
- მუნიციპალური საარქივო ფონდის დოკუმენტების აღწერა და ცენტრალიზებული აღრიცხვა (მათ შორის, ელექტრონული ფორმით);
- მუნიციპალური საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვისა და შენახვის უზრუნველყოფა, კონსერვაცია, დაზიანებული დოკუმენტების რესტავრაცია;
- მუნიციპალური საარქივო ფონდის დოკუმენტებთან თავისუფალი დაშვების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში.
რუსთავის მოქალაქეებისათვის მუნიციპალურ არქივში დაცული დოკუმენტაციის მოძიება და მიღება უფასოა.
ა(ა)იპ"ქ.რუსთავის მუნიციპალური არქივი"-ს 2020 წლის ფინანსური აბგარიში
იხილეთ
ა(ა)იპ"ქ.რუსთავის მუნიციპალური არქივი"-ს მიერ 2020 წელს განხორციელებული შესყიდვები
იხილეთ
„რუსთავის მუნიციპალური არქივის“ საშტატო ნუსხა გენდერულ ჭრილში
იხილეთ
კონტაქტი:
დირექტორი: დავით ფილიშვილი
მისამართი: რუსთავი, ბათუმის ქ. 17