ა(ა)იპ „რუსთავის მოხუცებულთა სახლი“, „ქსენონის“ სახელით 1995 წლიდან ფუნქციონირებს. 2012 წლიდან „რუსთავის მოხუცებულთა სახლი“ მუნიციპალურ დაქვემდებარებაში გადავიდა და მთლიანად რუსთავის ადგილობრივი ბიუჯეტის სუბსიდიის ფარგლებში ფინანსდება.
ა(ა)იპ „რუსთავის მოხუცებულთა სახლის“ საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა:
- მარტოხელა და სოციალურად დაუცველი უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოხუცების საცხოვრებლით უზრუნველყოფა და მოვლა–პატრონობა.
- მოხუცთა სახლში მცხოვრები ხანდაზმულთა სამედიცინო მომსახურება
- მოხუცთა სანიტარულ– ჰიგიენური მოვლა
- მოხუცთა სოციალური მომსახურეობა.
- კვებით უზრუნველყოფა
„რუსთავის მოხუცებულთა სახლის“, ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ იცხოვრონ წყნარ ატმოსფეროში. გარანტირებული იყვნენ საკვებით, სითბოთი და სიცოცხლისათვის სხვა აუცილებელი პირობებით. „რუსთავის მოხუცებულთა სახლს“ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა შეემატა. იაპონიის მთავრობის „გრასრუტებისა და ადამიანის უსაფრთხოების გრანტით“ დაფინანსებული „ქალაქ რუსთავის მოხუცთა თავშესაფრის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში ამორტიზებული ფლიგელი განახლდა. ახალ საცხოვრებელში თოთხმეტი ოთახი განთავსდა, რომელიც სულად გარემონტდა. რუსთავის მერიის დაფინანსებით შენობა ავეჯით, კონდენციონერებით და სხვა საჭირო ინვენტარით აღიჭურვა.
„რუსთავის მოხუცებულთა სახლი“ 50 ბენეფიციარს ემსახურება
კონტაქტი
დირექტორი: მალხაზ კვინიკაძე
მისამართი: ფალიაშვილის ქუჩა 12ა