„სამთავრობო სერვისლაბის და UNDP-ის პარტნიორობის ექსპერიმენტული მოდელი მმართველობაში განვითარების ახალი სფეროების აღმოჩენისთვის“
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში დაწყო პროექტის „სამთავრობო სერვისლაბის და UNDP-ის პარტნიორობის ექსპერიმენტული მოდელი მმართველობაში განვითარების ახალი სფეროების აღმოჩენისთვის“ განხორციელება.
პროექტს ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სერვისების განვითარების სააგენტოსთან (PSDA)თანამშრომლობით.
პროექტის ფარგლებში, რუსთავის მერიაში შეიქმნა ინოვაციების ჰაბი, რომლის შემადგენლობაშიც შედის მერიის სხვადასხვა სამსახურისა და განყოფილების 12 თანამშრომელი.
ჰაბის წევრები იმუშავებენ ქალაქის გრძელვადიანი განვითარების გეგმის შემუშავებაზე, მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფის ჩართულობის გაზრდაზე, ქალაქის რევიტალიზაციაზე, ასევე, ითანამშრომლებენ სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორსა და დონორთან.
პროექტის ფარგლებში მოხდება ჰაბის წევრების გადამზადება ისეთ საკითხებში, როგორიცაა : მონაცემთა მოძება და ვიზუალიზაცია, პროექტის დიზაინი და ჰორიზონტის სკანირება.
პროექტის ძირითადი მოსალოდნელი შედეგია საექსპერიმენტო და ინოვაციური სივრცის შექმნა ქალაქ რუსთავის ადგილობრივი მმართველობის დონეზე მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის მიზნით, ქალაქის მმართველობასა და განვითარებაში ინოვაციური მეთოდების დამკვიდრება და მათი რეპლიკაცია სხვა რეგიონებში.
„მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში“
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს პროექტს „მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში“.
პროექტის მიზანია რუსთავის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა ქალაქში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკის დანერგვაში, რაც ხელ შეუწყობს ანგარიშვალდებულების გაზრდასა და მოქალაქეების მონაწილეობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადგილობრივ დონეზე.
ამ მიზნის მისაღწევად პროექტი ითვალისწინებეს სამი სტრატეგიული ამოცანის შესრულებას:
- მუნიციპალური ადმინისტრაციული სტრუქტურების შესაძლებლობების გაძლიერება;
- დიალოგის განვითარება ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საზოგადოებრივ ჯგუფებსა და ადგილობრივ თვითთმართველობას შორის ქალაქის ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების შესახებ;
- მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციონალური მექანიზმების შექმნა.
პროექტის ბიუჯეტია 416,665.00 ევრო.
პროექტის ხანგრძლივობაა 2 წელი და ის 2016 წლის 1 მარტს დაიწყო. პროექტის პარტნიორები არიან ნიდერლანდების მუნიციპალიტეტების ასოციაცია (VNG) და მუნიციპალიტეტების საერთაშორისო საკონსულტაციო ცენტრი (MEPCO).
საინფორმაციო ბროშურა ქართულ ენაზე
საინფორმაციო ბროშურა ინგლისურ ენაზე