
ელექტრონული სერვისები
რუსთავის მერიის მუნიციპალური სერვისების მიღება მოქალაქეებს ელექტრონულად, მუნიციპალური სერვისების მოქალაქეთა პორტალის (MS.GOV.GE) საშუალებით შეუძლიათ. მუნიციპალური სერვისების მოქალაქეთა პორტალი ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობას აძლევს, ისარგებლოს დისტანციური მომსახურებით და განაცხადი სახლიდან გაუსვლელად, MS.GOV.GE პორტალზე რეგისტრაციის გზით წარადგინოს.
MS.GOV.GE პორტალზე დარეგისტრირება შესაძლებელია როგორც პირადობის ელექტრონული მოწმობის (ID ბარათი) გამოყენებით, ისე მომხმარებლის სახელითა და პაროლით (საქართველოს იუსტიციის სახლებში შესაბამისი პროცედურის გავლის გზით).
MS.GOV.GE-დან განაცხადის რეგისტრაციისა და დოკუმენტის ელექტრონულად ხელმოწერისთვის, საჭიროა, მოქალაქეებმა იქონიონ აქტიური ID ბარათი, ID ბარათის PIN Code, ID ბარათის წამკითხველი მოწყობილობა და კომპიუტერზე დაინსტალირებული ID ბარათის უნივერსალური პროგრამა. დავიწყებული PIN კოდის აღსადგენად მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ იუსტიციის სახლებს, ხოლო ID ბარათის პროგრამის ინსტალაციისა და ინსტრუქციებისთვის ეწვიონ ვებგვერდებს info.sda.gov.ge/ID და id.ge.
სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები და რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის მქონე ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის საფეხურის სტუდენტები, რომლებიც ქალაქ რუსთავში რეგისტრირებული არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად.
გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირზე, რომელსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდება - ქალაქი რუსთავი. (ვრცელდება სამივე საფეხურის სტუდენტზე) .
პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა შესაძლოა მიეცეს ბაკალავრის საფეხურის სტუდენტს, თუ იგი ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგენს დოკუმენტს (სკოლის ატესტატს ან ცნობას შესაბამისი სასწავლო დაწესებულებიდან), რომლითაც დადასტურდება, რომ სკოლის დამამთავრებელი ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდა რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
ბაკალავრის დაფინანსება:
- 81 დან 90 ქულამდე შეფასების მქონეს არაუმეტეს 800 ლარის ოდენობით;
- 90 დან 95 მდე ქულის მქონე სტდენტებს არაუმეტეს 1000 ლარით;
- 95 დან 100 ქულის ჩათვლით 1200 ლარით;
სტუდენტს უფინანსდება სწავლის გადასახადი, წელიწადში არაუმეტეს სტუდენტებისთვის განსაზღვრული დასაფინანსებელი თანხის ოდენობისა. პროგრამა ითვალისწინებს სწავლის დაფინანსებას ერთი კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 1200 ლარის ოდენობით. თანხის ასათვისებლად ყოველი შემდეგი მომართვისას, კი სემესტრის საშუალო აკადემიური ქულა საჭიროა იყოს გაუმჯობესებული, რათა იძლეოდეს დამატებითი თანხის ათვისების შესაძლებლობას ლიმიტის ფარგლებში.
მაგისტრის და დოქტორის დაფინანსება:
85 ქულიდან 100 ქულამდე შეფასების მქონე არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით (ერთი კალენდარული წლის განმავლობაში);
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროს მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისება
ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მცხოვრები ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლეები. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლეების 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით წახალისებას, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულაა 10 დამრგვალების გარეშე და იღებს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს (2021-2022 წლის).
გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირზე, რომელსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდება - ქალაქი რუსთავი.
პროგრამით მოსარგებლეები არიან როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის მოსწავლეები.
ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა
ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა არის, ძალადობის მსხვერპლი ფიზიკური პირების გაძლიერების ღონისძიება, რომლის მიზანია ძალადობის მსხვერპლთა ეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობა სოციალიზაციის პროცესში. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი ფიზიკური პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს: ა) პირი რომელსაც მინიჭებული აქვს ძალადობის მსხვერპლის სტატუსი (აქტიური) შესაბამისი ორგანოს/სამსახურის მიერ; ბ) ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის მქონე პირი, რომელსაც განცხადებით მომართვისას, ასევე მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის მომენტში უფიქსირდება აქტიური რეგისტრაცია; გამონაკლისს წარმოადგენს: ა) პირი, რომელმაც თავშესაფარი დატოვა განცხადებით მომართვამდე არაუგვიანეს 6 თვისა და მსხვერპლის სტატუსი აქვს აქტიური; ბ) პირი, რომელმაც თავშესაფარი დატოვა, თუმცა ძალადობის მსხვერპლის სტატუსის ვადის ამოწურვიდან არ არის გასული 6 თვე; დაფინანსება გაიცემა ძალადობის მსხვერპლ პირზე ერთჯერადად, წელიწადში 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება
ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 2 წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და ესაჭიროებათ ავთვისებიანი სიმსივნეების დიაგნოსტიკა და ამბულატორიულ-სტაციონარული მკურნალობა, კარდიოქირურგიული და გეგმიური ქირურგიული სამედიცინო მომსახურება, კომპიუტერული გამოკვლევები 0-70 000 ქულის მქონე სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის. საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით გამონაკლისს წარმოადგენს დევნილები, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ-ქალაქი რუსთავი.
მოქალაქეთა მედიკამენტებით და საანალიზო ტექნიკური საშუალებებით დახმარება.
ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებს წარმოადგენენ ქ. რუსთავში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადების მომართვამდე უწვეტად არანაკლებ 2 (ორო) წლის განმავლობაში და განეკუთვნებიან ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ კატეგორიას: 1) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს 2) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები 3 ) ომის მონაწილეები 4) მარჩენალდაკარგულები (18 წლამდე), რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს.
ასევე, ქვეპროგრამით გათვალისწინებულია შაქრიანი დიაბეტით დაავადებული 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების და მოზარდების უზრუნველყოფა გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებით (სავალდებულოა, რომ ეს ბავშვები და მოზარდები ჩართულნი იყვნენ დიაბეტიან ბავშვთა სახელმწიფო პროგრამაში).
აუტიზმის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსება
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია რუსთავში მცხოვრები (რეგისტრირებული) აუტიზმის მქონე ბავშვების (შემდგომში - ბენეფიციარი) საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით შემეცნებითი, თვითმოვლის, მოტორული, სოციალური განვითარების და კომუნიკაციური უნარების განვითარების ხელშეწყობა. ქვეპროგრამით მოსარგებლეები არიან, დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის ( ICD-10) მიხედვით განვითარების ზოგადი აშლილობის ჯგუფის (F84.0-F84.9) დიაგნოზის მქონე 2-დან 18 წლამდე ასაკის მქონე ბავშვები, ქვეპროგრამის მოსარგებლისათვის გათვალისწინებულია თვეში არაუმეტეს 17 სეანსის მიწოდება, თითოეული სეანსის ხანგრძლივობა შეადგენს 1 საათს, ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად. თვეში 17 საათის განსაზღვრის შემთხვევაში, გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიის სეანსების მინიმალურმა რაოდენობამ უნდა შეადგინოს სეანსების საერთო რაოდენობიდან არანაკლებ 12 სეანსი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა შეუძლებელია სეანსის ჩატარება ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლებელია სრულად ან ნაწილობრივ სეანსების რაოდენობა განაწილდეს შემდეგ თვეებზე. სავალდებულოა ქალაქ რუსთავში რეგისტრაცია განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ). გამონაკლის წარმოადგენს დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა. ასევე, თუ პროგრამით მოსარგებლე პირის მშობელს აქვს 2 წლიანი უწყვეტი რეგისტრაცია (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ), ხოლო პროგრამით მოსარგებლე პირს უფიქსირდება აქტიური რეგისტრაციის სტატუსი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.
გონებრივი განვითარების დაყოვნების, ცერებრული დამბლით დაავადებული და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამა
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქ რუსთავში მცხოვრები და რეგისტრირებული (განცხადების მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში) გონებრივი განვითარების დაყოვნების, ცერებრული დამბლის და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების (შემდგომში ბენეფიციარი) საზოგადოების ინტეგრაციის მიზნით შემეცნებითი, თვითმოვლის, კომუნიკაციური და ფიზიკური უნარების ხელშეწყობა. ქვეპროგრამით მოსარგებლე კატეგორიას განეკუთვნება გონებრივი განვითარების დაყოვნების, ცერებრული დამბლის და დაუნის სინდრომის (ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორები - R62, G80, Q90) მქონე ბავშვები (შემდგომში ბენეფიციარი). R62-ის შემთხვევაში ასაკი განისაზღვრება 0 დან 15 წლამდე, ხოლო G80 და Q90-ის შემთხვევაში 0-დან 18 წლამდე. ბენეფიციარი, რომელსაც დადგენილი აქვს ICD 10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორი-R62 დაფინანსდება წლიურად არაუმეტეს 2000 ლარის ოდენობით (თვეში ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს არაუმეტეს 189.00 ლარს), ხოლო ბენეფიციარი, რომელსაც დადგენილი აქვს ICD 10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორი- G80, Q90 დაფინანსდება წლიურად არაუმეტეს 1000.00 ლარის ოდენობით. G80 დ Q90-ის შემთხვევაში პროგრამა ითვალისწინებს აგრეთვე საკურორტო-სარეაბილიტაციო მომსახურებას. სავალდებულოა ქალაქ რუსთავში რეგისტრაცია განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ). გამონაკლის წარმოადგენს დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა.
დიალიზით დაავადებულთა დახმარების პროგრამა
აღნიშნული ქვეპროგრამის მიზანია დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული მოქალაქეების მატერიალური დახმარების გაწევა. თანხის ოდენობა შეადგენს 80 ლარს. მოსარგებლე შეიძლება იყოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქე, რომელიც რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულია განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს რუსთავის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებს გარეთ). გამონაკლისს წარმოადგენენ დევნილის სტატუსის მქონე იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთაც სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ ქალაქი რუსთავი. ბენეფიციარი ვალდებულია, კალენდარული წლის განმავლობაში ორჯერ (კალენდარული წლის დასაწყისში არა უგვიანეს 25 თებერვლისა და წლის მეორე ნახევარში არა უგვიანეს 25 ივლისისა) წარმოადგინოს განახლებული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა IV-100/ა, აღნიშნული დოკუმენტის არწარმოდგენის შემთხვევაში, ან თუ წარმოდგენილი დოკუმენტით არ დასტურდება მოსარგებლის მიერ სამედიცინო მომსახურების პროცედურების განხორციელება, ბენეფიციარს უწყდება ქვეპროგრამით დადგენილი დახმარება.
მინიმალური სასურსათო კვების დაფინანსება
პროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები და მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად, არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და აკმაყოფილებენ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ კრიტერიუმს მაინც:
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქალაქეები,
რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.
ქვეპროგრამით მოსარგებლე მოქალაქეების სადილით უზრუნველყოფა ხორციელდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ოთხ ლოკაციაზე არსებული უფასო სასადილოების ქსელის საშუალებით.
უფასო სასადილოების მისამართები:
- მ. კოსტავას გამზირი N 34
- რჩეულიშვილის ქ. N 4
- თოდრას I ჩიხი N1 საცხოვრებელი კორპუსის მ/ტ
- XX მკ/ნი N10 საცხოვრებელი კორპუსის მ/ტ
სარიტუალო მომსახურებები
პროგრამა ითვალისწინებს სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილი მეომრების, ქალაქ რუსთავში აღმოჩენილ არაიდენტიფიცირებად ან იდენტიფიცირებად პირთა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახი/ები-ს წევრთა (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-სს) სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯების დაფარვას.
სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯების დასაფარად გამოიყოფა გარდაცვლილზე 300,00 ლარი. დაფინანსების წყაროს წარმოადგენს მიზნობრივი ტრანსფერი.
იდენტიფიცირებადი ან არაიდენტიფიცირებადი მიცვალებულების სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯების დასაფარად გამოიყოფა გარდაცვლილზე 200.00 ლარი, ხოლო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული და მცხოვრები სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-სს) ოჯახის წევრთა სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯების ანაზღაურება ოჯახის წევრის ან მერის წარმომადგენლის მიერ აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში გარდაცვლილზე გამოყოფილი თანხა შეადგენს 400.00 ლარს.
შეღავათი სასმელი წყლის გადასახადზე
ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები მოქალაქეები, ასევე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირი/ები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 57 000-ს არ აღემატება.
სოციალურად დაუცველ პირთა შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე
ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს და რომელთაც აქვთ ქალაქ რუსთავის აქტიური რეგისტრაცია(რეგისტრაციის შეჩერების შემთხვევაში, მოსარგებლე პირმა 1 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციის განახლების დამადასტურებელი დოკუმენტი), ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა, გარდა იძულებით გადაადგილებული პირებისა, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრაციის მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი.
ვეტერანთა შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე
ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ სსიპ - ,,ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის“ მიერ მოწოდებულ ვეტერანთა სიაში რეგისტრირებული და შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ვეტერანის მოწმობის (სტატუსის) ან/და მათთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე პირები, რომელთაც აქვთ ქალაქ რუსთავის აქტიური რეგისტრაცია(რეგისტრაციის შეჩერების შემთხვევაში, მოსარგებლე პირმა 1 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციის განახლების დამადასტურებელი დოკუმენტი), ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა, გარდა იძულებით გადაადგილებული პირებისა, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრაციის მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი.
სსიპ-ებისა და ააიპ-ების შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე
ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული შემდეგი დაწესებულებების თანამშრომლები:
რუსთავში რეგისტრირებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები;
ა(ა)იპ - ,,ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება;
ა(ა)იპ - რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანება ,,ილია ჭავჭავაძის სახელობის მთავარი ბიბლიოთეკა“;
ა(ა)იპ - ,,გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრი“;
ა(ა)იპ - ,,რუსთავის ისტორიული მუზეუმი“;
ა(ა)იპ ,,ქალაქ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი“;
ა(ა)იპ ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრი“;
ა(ა)იპ ,,რუსთავსერვის ცენტრი“;
ა(ა)იპ ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი“;
ა(ა)იპ ,,რუსთავის წმინდა აკაკი მორჩილის სახელობის მოხუცებულთა სახლი“.
ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად პირს უნდა ჰქონდეს ქალაქ რუსთავის აქტიური რეგისტრაცია(რეგისტრაციის შეჩერების შემთხვევაში, მოსარგებლე პირმა 1 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციის განახლების დამადასტურებელი დოკუმენტი), ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა, გარდა იძულებით გადაადგილებული პირებისა, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრაციის მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი.
შშმ პირთა შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე
ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, რომელთაც აქვთ ქალაქ რუსთავის აქტიური რეგისტრაცია(რეგისტრაციის შეჩერების შემთხვევაში, მოსარგებლე პირმა 1 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციის განახლების დამადასტურებელი დოკუმენტი), ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა, გარდა იძულებით გადაადგილებული პირებისა, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრაციის მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი.
სტუდენტთა შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე
ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები და ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები, რომელთაც აქვთ ქალაქ რუსთავის აქტიური რეგისტრაცია(რეგისტრაციის შეჩერების შემთხვევაში, მოსარგებლე პირმა 1 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციის განახლების დამადასტურებელი დოკუმენტი), ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა, გარდა იძულებით გადაადგილებული პირებისა, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრაციის მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი.
სკოლის მოსწავლეების შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე
ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები, რომელთაც აქვთ ქალაქ რუსთავის აქტიური რეგისტრაცია(რეგისტრაციის შეჩერების შემთხვევაში, მოსარგებლე პირმა 1 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციის განახლების დამადასტურებელი დოკუმენტი), ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა, გარდა იძულებით გადაადგილებული პირებისა, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრაციის მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი.
ომის ვეტერანთა კომუნალური მომსახურების დაფარვა
ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული ან მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, აგრეთვე, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას საბრძოლო ოპერაციების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი მებრძოლების (ვეტერანი) ოჯახის წევრები. ამასთან, ბენეფიციარს უნდა ჰქონდეს ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში უწყვეტი რეგისტრაცია (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ):
ქვეპროგრამის მიზანია ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ ჯარისკაცთა ოჯახების; ბ) 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების; გ) 2004 წლის აგვისტოში, შიდა ქართლში, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციების დროს, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისას დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების; დ) საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას საბრძოლო ოპერაციების დროს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების კომუნალური დავალიანებების (ელ-ენერგია, ბუნებრივი აირი) დაფარვა წლიურად, არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით. გამონაკლისს წარმოადგენენ დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა.
უხუცეს მოქალაქეთა დახმარება
ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები, ასევე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე ასი წლის და ას წელს გადაცილებული პირები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ). გათვალისწინებულია თითოეული ბენეფიციარის დახმარება წელიწადში არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით. გამონაკლისს წარმოადგენენ დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა.
რეინტეგრირებულ ბავშვთა ოჯახების კომუნალური გადასახადის დაფარვა
ქვეპროგრამის მოსარგებლე ჯგუფს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახები, რომლებიც ქალაქ რუსთავში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ). ბავშვისთვის მოითხოვება მხოლოდ აქტიური რეგისტრაციის სტატუსი და განმცხადებლისთვის 2-წლიანი რეგისტრაცია. ამ პროგრამის მიზნებისთვის, რეინტეგრირებული ბავშვი გულისხმობს 1-დან 18 წლამდე ბავშვს. პროგრამა ითვალისწინებს კომუნალური დავალიანებების (ელ-ენერგია, ბუნებრივი აირი) დაფარვას, ოჯახზე არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით. გათვალისწინებულია სავარაუდოდ 18 ოჯახის დახმარება. გამონაკლისს წარმოადგენს დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა.
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება
ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები (ასევე, მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე) მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადები მომართვამდე არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 150 000-ს, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი. ამ წესით დადგენილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არანაკლებ 1 წლიანი რეგისტრაცია მოეთხოვება მშობელს (განმცხადებელს), ხოლო პროგრამის ბენეფიციარებს (მათ შვილებს) მხოლოდ აქტიური რეგისტრაციის სტატუსი. მატერიალური დახმარება გაიცემა 18 (თვრამეტი) წლამდე ასაკის შვილების რაოდენობის გათვალისწინებით თითოეულზე 35 ლარის ოდენობით.
დიდი სამამულო ომის მონაწილეთა და მათთან გათანაბრებულ პირთა ოჯახების მატერიალური დახმარება
ქვეპროგრამა ითვალისწინებს რუსთავში მცხოვრები (რეგისტრირებული) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა და მათთან გათანაბრებულ პირთა ერთჯერად მატერიალურ დახმარებას. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე მიიღებს ერთჯერად მატერიალურ დახმარებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე მსოფლიო ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირები მიიღებენ ერთჯერად მატერიალურ დახმარებას 500 ლარის ოდენობით. დახმარება გაიცემა ყოველი წლის 9 მაისს. გამონაკლისს წარმოადგენენ დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა.
საბრძოლო ოპერაციებსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების მატერიალური დახმარება
ქვეპროგრამა ითვალისწინებს 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში, 2004 წლის აგვისტოს შიდა ქართლში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში საბრძოლო ოპერაციებისას, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლების ოჯახების ერთჯერად მატერიალურ დახმარებას, რომლებიც ქალაქ რუსთავში ცხოვრობენ და რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ). პროგრამა ითვალისწინებს თითოეული დაღუპული მებრძოლის ოჯახისთვის 500 ლარის ოდენობის დახმარებას. პროგრამით გათვალისწინებულია 11 (თერთმეტი) ოჯახის მატერიალური დახმარება. დახმარება გაიცემა არაუმეტეს ყოველი წლის 8 აგვისტოს. ქალაქ რუსთავში მცხოვრები (რეგისტრირებული), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის (გარდა 2008 წელს და 2004 წელს მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში დაღუპული მებრძოლებისა) 200 ლარის ოდენობით, პროგრამა გათვლილია ბენეფიციარზე და დახმარება გაიცემა არაუმეტეს 27 სექტემბრისა. გამონაკლისს წარმოადგენენ დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა.
შშმ პირთა ინდივიდუალური დახმარების პროგრამა
ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც ქალაქ რუსთავში რეგისტრირებულნი არიან უწყვეტად, არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და არიან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (სტატუსით „უსინათლო“) პირები განურჩევლად მათი სოციალური სტატუსისა, ასევე 18 წლამდე ასაკის პირები, რომლებიც წარმოადგენენ შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვებს და რომელთაც სტატუსი მიენიჭათ სამედიცინო ექსპერტიზის კომისიის მიერ მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო და ამასთან, დაბადებიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები 18 წლის შემდგომ, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს. ქვეპროგრამა ითვალისწინებს 480 ლარის ოდენობით ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის გადასახადებში ხელშეწყობას, საიდანაც 240 ლარის ოდენობით იფარება ელექტროენერგიის გადასახადი და 240 ლარით ბუნებრივი აირის გადასახადი. გამონაკლისს წარმოადგენენ დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა.
შშმ ტოტალურ უსინათლოთა გამცილებლი
ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები (რეგისტრირებული) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და რომლებსაც გამცილებლის მეშვეობით, ესაჭიროებათ გადაადგილება სამედიცინო, საყოფაცხოვრებო და სახელმწიფო დაწესებულებებში. გამონაკლისს წარმოადგენენ დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა.
სტუდენტთა სოციალური დახმარება
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები და რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე ბაკალავრის საფეხურის სტუდენტების მგზავრობის საფასურის დაფინანსებას თვეში არაუმეტეს 60 ლარის ოდენობით, რომლებიც ქალაქ რუსთავში რეგისტრირებული არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად.
კატეგორიები:
სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს;
სტუდენტი სწავლობს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უფასო ფაკულტეტზე და მისი აკადემიური შეფასების საშუალო ქულა 81 და მეტია;
სტუდენტს აქვს 100%-იანი გრანტი და მისი აკადემიური შეფასების საშუალო ქულა 81 და მეტია;
შშმპ სტატუსის მქონე სტუდენტი;
გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირზე, რომელსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდება - ქალაქი რუსთავი.
პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა შესაძლოა მიეცეს ბაკალავრის საფეხურის სტუდენტს, თუ იგი ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგენს დოკუმენტს (სკოლის ატესტატს ან ცნობას შესაბამისი სასწავლო დაწესებულებიდან), რომლითაც დადასტურდება, რომ სკოლის დამამთავრებელი ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდა რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
სოციალური დახმარების პროგრამა
ქვეპროგრამა ითვალისწინებს მრავალშვილიანი ოჯახების (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს), დღის ცენტრისა და მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების ბენეფიციარების, შპს „მუნიციპალური მოხუცებულთა სახლის ბენეფიციარების“, ქალაქ რუსთავში მცხოვრები (რეგისტრირებული), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების, 2004 წლის აგვისტოს თვეში, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციების დროს დაღუპული რუსთაველი მებრძოლების ოჯახების (მცხოვრები და რეგისტრირებული), მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების დახმარებას.
გამონაკლისს წარმოადგენს დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა. ქვეპროგრამით გათვალისწინებული საჩუქრების ( ტკბილეულის ) გადაცემის სადღესასწაულო დღეები:
- დედის დღე - 3 მარტი.
- აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.
- ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 1 ივნისი.
- შობა-ახალ წელი.
სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერის პროგრამა
ქვეპროგრამა უზრუნველყოფს სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასულ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისათვის ფინანსურ დახმარებას წელიწადში არაუმეტეს 1200 ლარის ოდენობისა.პროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-დან - 24 წლის ჩათვლით ახალგაზრდები, რომელთაც სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში გაატარეს არანაკლებ 2 წელი.
„ბავშვიანი ოჯახების ხელშეწყობის პროგრამა“
ქვეპროგრამის მიზანს წარმოადგნს, ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობა, ბავშვის მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენცია, სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების სოციალური დახმარება და გაძლიერება, მათთვის საბინაო პირობების გაუმჯობესებით. სოციალური დახმარების პროცესი მოიცავს, უკიდურესად მძიმე საბინაო პირობებში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გამოვლენას, შეფასებას, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებასა (საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენით) და საცხოვრებელ ფართში სარემონტო სამუშაოების განხორციელბას. თითოეულ ოჯახს პროგრამით სარგებლობა შეუძლია წელიწადში ერთხელ. უკიდურესად მძიმე სოციალური პირობების იდენტიფიცირება ხორციელდება სოციალური მუშაკის მიერ, ოჯახის ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე.
უფასო სასადილოები
რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს და მათი დახმარების მიზნით, ყოველწლიურად გეგმავს და ახორციელებს არაერთ სოციალურ პროგრამას. ადგილობრივი ხელისუფლების ერთ–ერთ ასეთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს „მინიმალური სასურსათო კვების დაფინანსების“ ქვეპროგრამა, რომელიც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სასადილოების ქსელში, უფასო ერთჯერად კვებას სთავაზობს. სულ ქალაქში ფუნქციონირებს 4 უფასო სასადილო, სადაც მოქალაქეებს უფასო კვება კვირაში შვიდი დღე, დღეში ერთჯერადად შეუძლიათ. საკვების რაციონი შეიცავს სხვადასხვა სახეობის კერძს. ადგილზე მომსახურების გარდა, პროგრამა ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეებისთვის, ასევე ორ და მეტ სულიან ოჯახებისთვის ცხელი კერძის ბინაზე გატანებას. უფასო სასადილოებში კვების პროგრამას რუსთავის მუნიციპალიტეტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტენდერში გამარჯვებული კერძო კომპანია ახორციელებს, თუმცა, რუსთავის მერიის შესაბამისი სამსახური მკაცრად აკონტროლებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვას და მუდმივ მონიტორინგს უწევს პროგრამის მიმდინარეობას.
მუნიციპალური მოხუცთა სახლი
რუსთავში, ფუნციონირებს ა(ა)იპ „რუსთავის მოხუცებულთა სახლი“, რომელიც ფინანსდება მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სუბსიდიის ფარგლებში და მარტოხელა, სოციალურად დაუცველ, უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოხუცებს უფასო საცხოვრებელსა და კვებას სთავაზობს. მოხუცთა სახლში მცხოვრები ხანდაზმულები ასევე, უზრუნველყოფილნი არიან სამედიცინო–სოციალური მომსახურებით.
უფასო სკოლამდელი აღზრდა
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება ა(ა)იპ "რუსთავის ბაგა–ბაღების გაერთიანება", რომელიც უზრუნველყოფს სკოლამდელი ასაკის ბავშვთა სასწავლო - სააღმზრდელო პროგრამის განხორციელებას. ქალაქში სულ ოცდაერთი ბაგა–ბაღია, სადაც რუსთაველი ბავშვებისათვის სააღმზრდელო პროცესი, კვება და სხვა მომსახურება უფასოა.
უფასო საარქივო მომსახურება
რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სუბსიდიის ფარგლებში, ქალაქში ფუნქციონირებს მუნიციპალური არქივი, სადაც დაცულია მუნიციპალური საარქივო ფონდი. რუსთავის მოქალაქეებისათვის არქივიდან დოკუმენტაციის მოძიების მომსახურება სრულიად უფასოა.
შშმ პირთა დახმარება
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, რუსთავში ფუნქციონირებს სპეციალური ცენტრი, რომელიც მიზნად ისახავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას. მუნიციპალური სამსახური – ა(ა)იპ სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრი ,,კესანე“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს საზოგადოებაში ინტეგრაციისა და სოციალური ადაპტაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა სახის მომსახურებას სრულიად უფასოდ სთავაზობს. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებითვე ხორციელდება სოციალური პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს რუსთავში რეგისტრირებული აუტიზმის, გონებრივი განვითარების შეფერხების ან დაყოვნების მქონე ბავშვების სამკურნალო/სარეაბილიტაციო ხარჯების გარკვეული ლიმიტის ფარგლებში დაფარვას.
მაწანწალა ძაღლების მოვლა–მონიტორინგი
რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უპატრონო, მიუსაფარი ძაღლების მოვლა-პატრონობას ქალაქის მუნიციპალური სამსახური - ა(ა)იპ ცხოველთა მონიტორინგის ცენტრი'' უზრუნველყოფს რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს #10 დადგენილების შესაბამისად (ჩამოტვირთეთ). სპეციალურად ამ მიზნით, სამსახურში შექმნილია მიუსაფარი ძაღლების დროებითი თავშესაფარი, რომელიც თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული, ჰუმანური მეთოდების გამოყენებით, უზრუნველყოფს მათზე ვეტერინარულ მონიტორინგს. სამუშაო პროცესის გამართულად წარმართვისათვის შექმნილია ლაბორატორია, შესაბამისი აღჭურვილობით (მიკროსკოპი, ცენტროფუგა, კოლბები, საოპერაციო მაგიდა, სტერილიზატორი, საოპერაციო-ქირურგიული ხელსაწყოები), ასევე, მოწყობილია ვოლიერები ცხოველთა დროებითი იზოლაციისათვის. სამსახური უზრუნველყოფს ჯანმრთელი და არააგრესიული ცხოველის სტერილიზაცია-კასტრაციას, ანტიბაქტერიულ ვაქცინაციას, ცხოველთა იდენტიფიკაციას, ცხოველთა დანომვრას სპეციალური საყურე ნიშნით, დაავადების შემთხვევაში კი ცხოველის ჰუმანური მეთოდებით ევთანაზიას. აღნიშნულ მომსახურებას სამსახური რუსთავის ადგილობრივი ბიუჯეტის სუბსიდიის ფარგლებში ახორციელებს.
უფასო ეპიდემიური ზედამხდველობა
რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ეპიდემიური ზედამხედველობის და ეპიდსიტუაციის მართვის ღონისძიებებს ქალაქის ბიუჯეტის დაფინანსებით, ახორციელებს ა(ა)იპ "რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრი". მომსახურება, რომელსაც ცენტრი მოსახლეობას სთავაზობს, ითვალისწინებს საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში მღრღნელების საწინააღმდეგო ღონისძიებას – დერატიზაციას, მალარიისა და ცოფის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განხორციელებას, შხამიანი ცხოველების (ძირითადად ქვეწარმავლების და მორიელების) გაუვნებელყოფას, ეპიდემიების პრევენციის ზომებსა და სხვა . აღნიშნული მომსახურებები მოქალაქეებისთვის უფასოა.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობა
რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების მხარდაჭერის" პროგარამა, რომელიც ითვალისწინებს თანადაფინანსებით ან ბიუჯეტიდან სრული დაფინანსებით, კორპუსებში არსებული კომუნალური თუ სხვა სახის პრომლემების გადაწყვეტას მოსახლეობის პრიორიტეტების გათვალისწინებით. პროგრამას, მუნიციპალური სამსახური - ა(ა)იპ "რუსთავის კორპუსი", სუბსიდიის ფარგლებში ახორციელებს.