რუსთავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი არის მერი, რომელიც წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას. მერი აირჩევა 4 წლის ვადით, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.
რუსთავის მერი, პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი – ნინო ლაცაბიძე მოსახლეობამ 2021 წლის 30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგად აირჩია.
მერი ხელმძღვანელობს მერიას, რომელიც მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულებაა და უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას. რუსთავის მერს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე. მერიის შემადგენლობა კი 9 პირველადი სტრუქტურული ერთეულითაა წარმოდგენილი. სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოფენ აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების დავალებების შესრულებას.