განცხადებები

დასახლების საერთო კრება

დასახლების საერთო კრება არის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლის ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების წინაშე ინიცირების პროცესში ქმედით ჩართულობას.
მუნიციპალიტეტის საერთო კრებები შეიძლება დაიყოს უბნებად. ასეთ შემთხვევაში შეიძლება დაწესდეს საერთო კრების დასახლების ცალკეულ ნაწილებში ეტაპობრივად მოწვევის პოცედურა. საერთო კრების წევრია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის შესაბამის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩეველი, რომლის უფლებამოსილების გადამოწმება ხდება ამომრჩეველთა ერთიან სიაში. საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის უფლება აქვთ აგრეთვე შესაბამისი ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეს და ამ დასახლებაში მცხოვრებ სრულწლოვან პირს, რომელიც საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი შესაბამის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სამი ამომრჩევლის დამოწმებული აქტის საფუძველზე. საერთო კრების წევრი მონაწილეობას იღებს მხოლოდ იმ დასახლების საერთო კრებაში, სადაც ახორციელებს მფლობელობას/საკუთრებას ან/და რეგისტრირებულია ამ ტერიტორიაზე.

რუსთავის მუნიციპალიტეტში საერთო კრებების შექმნისა და საქმიანობის წესი რეგულირდება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსითა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 დეკემბერის #139 დადგენილებით

ვრცლად