განცხადებები

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 04 ნოემბერს N1801 ბრძანებით შეიქმნა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო.

საბჭოს ხელმძღვანელობს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი. მის შემადგენლობაში შედიან მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე არსებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დირექტორები, ასევე, შშმ პირები და მათი წარმომადგენლები.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ფუნქციებს და ამოცანებს წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა, რათა არ მოხდეს ამ ნიშნით მათი დისკრიმინაცია. პირთა შრომითი, საგანმანათლებლო, სოციალური და სხვა ხასიათის მქონე უფლებების რეალიზების ხელშეწყობის მიზნით შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები. წარადგენს რეკომენდაციებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უ ფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით.  

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის სამოქმედო გეგმა