დაგეგმე შენი ბიუჯეტი
2021 წელი
რუსთავის მუნიციპალიტეტი სლოგანით ,,დაგეგმე შენი ბიუჯეტი“ მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამას ახორცეილებს. პროგრამის მიზანია, გაზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე.
პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება. შერჩეული საპროექტო წინადადებები დაფინანსდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალური ბიუჯეტიდან. პროექტის ადმინისტრირების წესები დამტკიცებულია რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.
მოქალაქეების მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა იგეგმებოდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
ბ) საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა შედიოდეს თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებებში;
გ) საპროექტო წინადადების გასახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხა არ უნდა აღემატებოდეს 150 000 ლარს;
დ) წინადადებით შემოთავაზებული პროექტი არ უნდა იყოს მიმდინარე ან ისედაც გათვალისწინებული ბიუჯეტში (ბიუჯეტის პროექტში);
ე) პროექტის განხორციელება უნდა იყოს ტექნიკურად შესაძლებელი.
მონაწილეობითი ბიუჯეტირების ხელშეწყობის პროგრამის სამუშაო ჯგუფის სხდომის #1 ოქმი
მონაწილეობითი ბიუჯეტირების ხელშეწყობის პროგრამის სამუშაო ჯგუფის სხდომის #2 ოქმი
პროექტის პირველ ეტაპზე სულ შემოვიდა 45 წინადადება, აქედან არსებული კრიტერიუმები დააკმაყოფილა და ხმის მიცემის ეტაპზე გადავიდა 10 პროექტი. ის პროექტი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, დაფინანსდება რუსთავის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან. სასურველ პროექტზე ხმის მიცემა შესაძლებელია 2021 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ ბმულზე: http://research.csed.ge/research/gtkhovt-monishnot-romeli-proeqtis-gankhortsieleba-gsurt-q-rustavis-2022-tslis-munitsipaluri-biujetidan/61602415cd10ae089a5382c7?fbclid=IwAR1gvIBLIjhKJ18X8L7UF0sYfe_2GBHEBpiHkHE4CKn7OCLnbK5gqV57tCk
2020 წელი
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, ქალაქ რუსთავში დაიწყო სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა.
სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის მიზანია, გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა საჯარო ფინანსების მართვის საქმეში და გაუმჯობესდეს რუსთავის მერიის საქმიანობის ეფექტურობა.
რუსთავის მცხოვრებლებს შეუძლიათ დასაფინანსებლად წარმოადგინონ თავიანთი საპროექტო წინადადებები. 10 საპროექტო წინადადება, რომელიც მოიპოვებს მოსახლეობის ყველაზე მეტ მხარდაჭერას, დაფინანსდება ქალაქ რუსთავის 2021 წლის ბიუჯეტიდან.
საპროექტო წინადადებების წარდგენა შესაძლებელია დაგეგმე შენი ბიუჯეტი ლინკის მეშვეობით. წინადადებების მიღება სრულდება 2020 წლის 10 ოქტომბერს.
რუსთავის მუნიციპალიტეტის ორგანოებო ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებისას, იყენებენ მოსახლეობასთან ურთიერთობის სხვადასხვა ფორმას. აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების პირველი პირები მუდმივად ხვდებიან მოქალაქეებს როგორც საგანგებოდ შერჩეულ დღეებში, ორგანიზებული მიღების ფორმით, ისე ყოველდღიურად. ასევე, პერიოდულად აწყობენ შეხვედრებს და პირადად აცნობენ მოსახლეობას ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაწეული საქმინობისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შეიქმნა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, რომლის შემადგენლობაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან. ქალაქის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს დასახლების საერთო კრებების შექმნის პროცესიც. მოქალაქეთა მონაწილეობის აღნიშნული ფორმების გამოყენება ხელს შეუწყობს ქალაქისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისა და გადაწყვეტისას საზოგადოების ჩართულობისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების ანგარიშვალდებულების ხარისხის ზრდას.